ლენდინგ გვერდიდან ონლაინ მაღაზიამდე — ვქმნით სწრაფ, თანამედროვე და SEO ოპტიმიზირებულ საიტებს, რომლებიც განთავსდება ჩვენივე საიმედო ჰოსტინგ ინფრასტრუქტურაზე.
თქვენი იდეა გადავაქციოთ სწრაფ, ლამაზ და პრაქტიკულ ვებსაიტად — ჩვენივე ინფრასტრუქტურაზე, ერთი პარტნიორის ხელით.
Network Solution-ში საიტის დამზადება არ მთავრდება მხოლოდ დიზაინის გადაცემით — ჩვენ თან გახლავართ პროექტს კონცეფციიდან რეალურ გაშვებამდე. ვმუშაობთ როგორც მცირე ბიზნესის სავიზიტო გვერდებზე, ისე რთულ, ფუნქციონალით დატვირთულ პლატფორმებზე, რომლებსაც სჭირდება საიმედო სერვერული ბაზა.
ვინაიდან ვართ ერთდროულად დეველოპერული და ჰოსტინგ კომპანია, თქვენი საიტი დაუყოვნებლივ თავსდება ოპტიმიზებულ სერვერზე — გამორიცხულია დაყოვნება მესამე მხარესთან ინტეგრაციაზე. თითოეული პროექტი შენდება სისუფთავის, სისწრაფისა და SEO მოთხოვნების გათვალისწინებით, რათა საიტმა რეალურად მოიტანოს შედეგი Google-ის საძიებო სისტემაშიც.
მუშაობის პროცესში ვითვალისწინებთ თქვენს ბრენდს, სამიზნე აუდიტორიასა და ბიზნეს მიზნებს — შედეგად იღებთ არა შაბლონურ, არამედ თქვენს ბიზნესზე მორგებულ ციფრულ სახეს.
დაწყებული ერთგვერდიანი ლენდინგებიდან, დამთავრებული სრულფასოვანი ონლაინ პლატფორმებით — ვამზადებთ ნებისმიერი მასშტაბის ვებ პროექტს:
თანამედროვე, სწრაფად ჩატვირთვადი გვერდები, რომლებიც წარმოადგენს თქვენს კომპანიას პროფესიონალურად.
ერთი კონკრეტული პროდუქტის ან სერვისისთვის შექმნილი, კონვერსიაზე ორიენტირებული გვერდები.
სრული ფუნქციონალის საიტები კალათით, გადახდის სისტემებით და პროდუქციის მართვის პანელით.
საიტები, რომელთა კონტენტის განახლებას თავად შეძლებთ — ტექნიკური ცოდნის გარეშე.
საჭიროებაზე მორგებული ფუნქციონალი — ჯავშნის სისტემები, კალკულატორები, კლიენტთა პორტალები.
უკვე არსებული საიტის რედიზაინი, სისწრაფის ოპტიმიზაცია და მუდმივი ტექნიკური მხარდაჭერა.
ვსაუბრობთ თქვენს ბიზნესზე, მიზნებზე და ვირჩევთ ოპტიმალურ სტრუქტურას.
ვამზადებთ ვიზუალურ კონცეფციას თქვენს ბრენდზე მორგებული სტილით.
ვწერთ სუფთა და სწრაფ კოდს, ვაერთიანებთ საჭირო ფუნქციონალს.
ვამოწმებთ საიტის მუშაობას ყველა მოწყობილობასა და ბრაუზერში.
ვათავსებთ ჩვენს სერვერზე SSL სერტიფიკატით და ვაგრძელებთ ტექნიკურ თანხლებას.
საიტის დამზადებიდან განთავსებამდე ყველაფერს ვმართავთ ჩვენივე ინფრასტრუქტურაზე — ერთი პასუხისმგებელი პარტნიორი.
ვწერთ ოპტიმიზებულ კოდს, რომელიც სწრაფად იტვირთება და დადებითად მოქმედებს საძიებო სისტემებში პოზიციაზეც.
ფასს ვათანხმებთ პროექტის დაწყებამდე, დამატებითი ან ფარული გადასახადების გარეშე.